კითხვა: გამარჯობა.მაქვს (ჯიბე) თორმეტ გოჯა ნაწლავზე... ჭამის დროს იბერება და მტკივა მერე ნელნელა მივლის...როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით, 

დივერტიკულა მცირე ზომის ჩანთისებრი ამობურცულობაა, რომელიც ყალიბდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენ შრეზე. დივერტიკულები ყველაზე ხშირად მსხვილი ნაწლავის(კოლინჯის) ქვედა ნაწილში გვხვდება. დაავადება იშვიათად იწვევს გართულებებს.

დივერტიკულები ძირითადად ვითარდება ნაწლავის ბუნებრივად სუსტ ადგილებში ზეწოლის შედეგად. ეს პროცესი იწვევს ამოზნექილობების გაჩენას მსხვილი ნაწლავის კედელზე.

მიუხედავად პრობლემის უმნიშვნელობისა, შესაძლოა განვითარდეს დივერტიკულის ანთება ან ინფექცია. მდგომარეობას დივერტიკულიტი ეწოდება. დივერტიკულიტი იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლის არეში, სიცხეს, გულისრების შეგრძნებას და ნაწლავის მოქმედების ცვლილებებს.

მსუბუქი დივერტიკულიტის მკურნალობა შესაძლებელია მოსვენებით, საკვები რაციონის შეცვლითა და ანტიბოიტიკებით. ხოლო,  მძიმე ფორმის დროს, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

ზუსტი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სწორი მეთოდის შერჩევისათვის, უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

გასტროსკოპიით განმეორებითი კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა