ჟანგბადის უკმარისობა - პულმონოლოგია

კითხვა: 17წლის ბავშვს აქვს ჯანგბადის უკმარისობა გამოვიკვლიეთ გული ჩიყვი ანალიზებიც კარგი აქვს შემდეგ გვირჩირს ვხვირი გავსსინჯე ფზგიდე იყო ფეფორმირებული ოპერაცია გაუკეთე მაგრამ სუნთთქვა არ გამოსწორდა რა გავსკეთო მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, მსგავსს ჩივილთან დაკავშირებით.
როგორც მოგვითხრობთ, გამოირიცხა კარდიოლოგიური და ენდოკრინული პათოლოგიები.
სასურველია, დაზუსტებით გამოირიცხოს ოტო–რინო–ლარინგოლოგიური პათოლოგიით გამოწვეული ჰაერის უკმარისობა. ხოლო შემდეგ , გირჩევთ , დიაგნოსტირებაში ჩართოთ პულმონოლოგი, რათა გამოირიცხოს ასთმა.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ სხვა მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრება , შეგიძლიათ პაციენტი მოიყვანოთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ექიმი–პულმონოლოგი გაუწევს კონსულტირებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა