კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს საქართველიში თუ მკურნალიბთ ძილის აპნოეს . რიტ შეიძლება იყოს გამოწვეული.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ძილის აპნოე;
  • რა ახასიათებს ძილის აპნოეს;
  • აპნოეს გამომწვევი მიზეზი;
  • რეკომენდაცია.

ძილის აპნოე არის ძილის დროს უნებლიედ სუნთქვის გაჩერება, რომელიც განპირობებულია სასუნთქი გზების ობსტრუქციით. ძილის აპნოეს ახასიათებს:

  • ხმაურიანი სუნთქვა;
  • ღამით სუნთქვის გაჩერება რამდენიმე წამით და კვლავ სპონტანურად აღდგენა;
  • ღამით გამოღვიძების ხშირი ეპიზოდები;
  • პირის სიმშრალე;
  • დილით თავის ტკივილი;
  • გაღიზიანებადობა;
  • ძილიანობა დღის განმავლობაში.

აპნოეს გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზი ადენოიდების შეშუპებაა, რომლის დროსაც რეკომენდებულია ადენოტომია.
რეკომენდებულია:

  • წონაში დაკლება, რომელიც მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას;
  • რეგულარული ვარჯიში, უპირატესობა ენიჭება სიარულს ;
  • რეკომენდებულია მუცელზე ან გვერდზე ძილი - ძილის ეს პოზა ამცირებს სასუნთქი გზების ობსტრუქციის განვითარებას;
  • თამბაქოს აკრძალვა - მისი მოხმარება კიდევ უფრო აძლიერებს ძილის აპნოეს;
  • ძილის წინ არ მიიღოთ ალკოჰოლი ან სედაციისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, რადგან ხელს უწყობენ სასუნთქი კუნთების რელაქსაციას.

მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, უშუალო ვიზიტისას ჩაგიტარდებათ ცხვირის ღრუსა და წიაღების დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ დამატებითი გამოკვლევები, ამის შემდეგ კი ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმი, დაგეხმარებათ პრობლემის დაძლევაში.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშრიდეთ, საონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა