თავის ტკივილი, ჰაიმორიტი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა ჩემი გოგო არის 15 წლის და სულ აწუხებს თავის ტკივილები უფრო აქვს დაბალი წნევები უმკურნალე გაიმორიტზე იმ პერიოდში არ ტკიოდა მერე ისევ დაეწყო მირჩიეთ როგორ მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით,
თავის ტკივილი თანამედროვეობის ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ის არც ისეთი უბრალო რამ არის. თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს: ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს, იზოლირებული და გავრცობილი, მწვავე, მოპულსირე და ყრუ, თანდათანობით განვითარებული და უეცარი, მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე.
პირველადი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეობა დაძაბულობის თავის ტკივილია. მას მხრების, კისრის, თავის ქალასა და ყბის კუნთების დაჭიმულობა იწვევს. დაჭიმულობა, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს მოუხერხებელ პოზაში დიდხანს ჯდომით ან დგომით, მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას, ანდა მძიმე ტვირთის აწევით.
ტკივილი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცივ ოთახში ძილმა და ძილის დროს თავის მოუხერხებლად დებამ.
როგორც მოგვითხრობთ, პაციენტს ჰქონდა ჰაიმორიტი, რომელიც ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა და გამოწვეულია გარსში მიკროორგანიზმების გავრცელებით. ინფექციის გავრცელების გზების გათვალისწინებით ზედა ყბის წიაღის ანთება რამდენიმე სახის არსებობს:

  • ოდონტოგენური;
  • რინოგენული;
  • ჰემატოგენური;
  • ტრავმული;
  • ალერგიული.

ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა.
ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას არღვევს, ბაქტერიამატარებლობა ან ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები. ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • უსიამოვნო შეგრძნება ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გამონადენი;
  • ტემპერატურის მატება;
  • საერთო სისუსტე;
  • მუდმივი დისკომფორტი შუბლისა და ზედა ყბის წიაღების საპროექციო მიდამოში. 

შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც სრული ანამნეზის შეკრების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ პრობლემასთან ბრძოლაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა