კითხვა: კისერზე ჩირქი ჩამიჯდა გარეთ კანზე სამჯერ ამომიღეს ჩირქი ტამპონი ჩამიდეს მაინტერესებს საშიშია თუ არა
პასუხი:
მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ძირმაგარაზე, რომელიც მტკივნეული, ჩირქით სავსე ამობურცულობაა. იგი ყალიბდება კანის ქვეშ თმის ფოლიკულების ბაქტერიული ინფექციის შედეგად. მისი გამომწვევია ბაქტერია – Staphylococcus aureus.
საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა შესაძლოა, რომ მას თან ახლდეს მაღალი ტემპერატურა ან შემცივნება.
გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს და ჩააყენოთ მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/23
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!