კითხვა: 0,6 სმ მაქსიმალური დიამეტრის კისტა 4წლის ბავშვისთვის ელენთაში რა რისკს წარმოადგენს?
პასუხი:

მოგესალმებით,
კისტები კლასიფიცირდება როგორც პირველადი ან მეორადი (შეძენილი). პირველადი კისტა, როგორც წესი, თანდაყოლილია.
ელენთის კისტების ოთხმოცი პროცენტი - ფსევდოკისტებია, რომლებიც დაკავშირებულია ინფექციასთან.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, როგორიცაა ელენთის გახეთქვა და ა.შ. უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ქირურგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა