ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ენდომეტრიუმის პოლიპი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მქონდა ციკლის დარღვევა 3 თვე,ბოლოს გახანგრძლივებული კოლტებით,მეცხრე დღეს გავიკეთე გამოტუმბვა და მასალა წავიღე დიაგნოსტიკურში.პასუხი მივიღე-ენდომეტრიუმის ჯირკვლოვან-ცისტური ჰიპერპლაზია პროლიფერაციის საშუალო დონე,პოლიპოზი.ექიმმა მკურნალობა არ დამინიშნა,მხოლოდ ხშირი კონტროლი ეხოზე.რამდენად საშიშია და თუ შეიძლება ასე უმკურნალოდ დატოვება.მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
  • რა იწვევს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიას;
  • რა არის ენდომეტრიუმის პოლიპი;
  • მკურნალობის მეთოდები.

ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია არის საშვილოსნოს დაავადება, რომელსაც თან ახლავს ლორწოვანი გარსის ცვლილება.. მისი ძირითადი გამომწვევია ჰორმონული დარღვევები, რომელსაც თან ახლავს პროგესტერონის დეფიციტი ან ესტროგენების ჭარბი რაოდენობა.

ენდომეტრიუმის პოლიპი

ეს არის ენდომეტრიუმის ჯირკვლების და სტრომის წარმონაქმნი, რომელიც განლაგებულია სისხლძარღვის ირგვლივ.
იქიდან გამომდინარე, რომ ენდომეტრიუმის პოლიპი შემთხვევათა 25%–ში, განიცდის უკუგანვითარებას, თანამედროვე გაიდლაინის მიხედვით, რეკომენდებულია მოცდითი ტაქტიკა. ხოლო, თუ მეთოდი შედეგს არ გამოიღებს, არსებობს დაავადების მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი:

  • ჰორმონული;
  • ქირურგიული.

ჰორმონული მკურნალობა ძირითადად დაავადების საწყის სტადიაში ინიშნება.
ყველაზე ეფექტური ქირურგიული მეთოდი გახლავთ.

ლაპარასკოპია

ამ დროს ენდომეტრიუმის კერების ელექტროკოაგულაცია ხდება.
ლაპაროსკოპიული ოპერაცია ძირითადად ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში ტარდება, რადგან ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის მოუწესრიგებლობა იწვევს ენდომეტრიოზის განმეორებას, რეციდივს.
თქვენს შემთხვევაში, სასურველია, მკურნალობის მეთოდზე გესაუბროთ მკურნალი ექიმი.
ხოლო თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმების მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ გინეკოლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ საახალწლო გინეკოლოგიური აქცია, უპრეცედენტო ფასდაკლებით. ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/saakhalwlo-ginekologiuri-aqcia-15-larad/31556

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა