მენსტრუალური ციკლის მართვა პრეპარატებით - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა! ციკლის შემაჩერებელი( რამოდენიმე დღით გადაცილება) ტაბლეტის მიღება უსაფრთხოა ქალიშვილი გოგოსთვის ? ან დამაჩქარებელი რაიმე საშვალება თუ არის
პასუხი:

მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის მართვა თანამედროვე ჰორმონული პრეპარატების მეშვეობით შესაძლებელია, მაგრამ არასასურველი, რადგანაც ეს იქნება დიდი დარტყმა - სტრესი ორგანიზმისათვის.
უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რეკომენდაციის გაცემა დისტანციურად მიზანშეწონილი არ არის.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ თავი აარიდოთ დამოუკიდებლად მსგავსი პრეპარატების მიღებას.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც გინეკოლოგი, კომპეტენციის ფარგლებში, თავად გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო, სამედიცინო შეკითხვაზე ამომწურავად,
გაგსინჯავთ და მდგომარეობის შეფასების შემდეგ, თუ საზიანო არ იქნება თქვენი ჯანმრთელობისათვის, შესაძლოა გირჩიოთ ალტერნატიული გზა.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა