კითხვა: გამარჯობათ , ხშირად მაქვს ცხვირიდან სისხლდენა , ანალიზებმა აჩვენეს რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს და ხომ ვერ მეტყვით მაშინ რაშია პრობლემა?
პასუხი:

მოგესალმებით,
ცხვირი ფაქიზი ორგანოა – ყველა არომატის ფიქსატორი. გარდა ამისა, ის ორგანიზმის „ფარია", უამრავი ინფექციისგან იცავს მას. ცხვირში ასობით ნერვული დაბოლოება და წვრილი კაპილარია.სისხლდენას სწორედ მათი დაზიანება იწვევს. ეპისტაქსისის (ცხვირიდან სისხლდენა) გამომწვევი შეიძლება იყოს:

  • ტრავმა;
  • ცხვირისა და ცხვირის ახლომდებარე წიაღების დაავადებები  (რინიტი - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება);
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • სისხლის პათოლოგიები;
  • ემოციური ან ფიზიკური დატვირთვა;
  • ჰაერის დაბალი ან ზედმეტად მაღალი ტემპერატურა.

ასევე, სისხლდენის გამომწვევი შესაძლოა იყოს:

  • მოუწესრიგებელი არტერიული წნევა;
  • ცხვირის ღრუს ანთება;
  • ჰემოფილია;
  • გულის დაავადებები;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • ხერხემლის პრობლემები;
  • საზოგადოდ ყველაფერი, რაც არღვევს სისხლის ცირკულაციას, ზრდის წნევას ცხვირის კაპილარებში და მათ გახეთქვას იწვევს.

ხშირ სისხლდენას უჩივიან ალერგიული ადამიანები და ისინი, ვისაც ცხვირის ტრავმა ან ოპერაცია აქვს გადატანილი.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა არაკორექტულია, გირჩევთ მიმართოთ ექიმს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან ვიზიტზე, რომელიც უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს, ჩაგიტარდებათ სრულფასოვანი გამოკვლევა და გაგცემთ ამომწურავ პასუხს. ამის შემდეგ კი დაგენიშნებათ აპრობირებული მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა