კითხვა: გამარჯობა. პირველ რიგში წინასწარ გიხდით მადლობას. რაც შეეხება ჩემ კითხვას ერთი წლისწინ მივედი ექიმთან ძლიერი თავისტკივილით თავბრუს ხვევით და ცხვირიდან სისხლდენით ექიმმა ობსტრუქციული ლარინგიტი გაქ და მეტი არაფერი სერიოზულიო ვიმკურნალე და ეხლა ეს სიპტომები ისევ დამიბრუნდა ცხვირიდან სისხლდენა კი უფრო გამიხშირდა რისგან შეიძლება იყოს ეს ყველაფერი გამოწვეული?
პასუხი:

მოგესალმებით,
ცხვირი ფაქიზი ორგანოა – ყველა არომატის ფიქსატორი. გარდა ამისა, ის ორგანიზმის „ფარია", უამრავი ინფექციისგან იცავს მას. ცხვირში ასობით ნერვული დაბოლოება და წვრილი კაპილარია. სისხლდენას სწორედ მათი დაზიანება იწვევს. ეპისტაქსისს ( ცხვირიდან სისხლდენა ) შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს მოუწესრიგებელმა არტერიულმა წნევამ, ცხვირის ღრუს ანთებამ, ჰემოფილიამ, გულის დაავადებებმა, ჰორმონულმა დისბალანსმა, ხერხემლის პრობლემებმა, საზოგადოდ, ყველაფერმა, რაც არღვევს სისხლის ცირკულაციას, ზრდის წნევას ცხვირის კაპილარებში და მათ გახეთქვას იწვევს.
თქვენს შემთხვევაში კი, შესაძლოა მიზეზი კვლავინდებურად ობსტრუქციული ლარინგიტი იყოს.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
ამ მიზნით კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დათვალიერდება ცხვირის ღრუ ინსტრუმენტულად, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა