მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა დაავადებაზე მიუთითებს ენაზე თეთრი ფერის ნადები;
- ენის გადიდების მიზეზი;
- რა არის ამილოიდოზი.
ენაზე თეთრი ფერის ნადები ხშირად მიუთითებს კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე, მაგალითად გასტრიტისა და წყლულის არსებობაზე.
თეთრი ფერის ნადები ჩნდება, სტომატიტის, თირკმელებისა და საშარდე გზების ანთების, სტრესისა და ნერვული გადაძაბვის, ნაწლავური დისბიოზის, იგივე დისბაქტერიოზისა და კანდიდოზის დროს.
წინა შეტყობინებაში გვწერდით, რომ დაგიდგინდათ ფრონტიტი. ხშირ შემთხვევაში, ქრონიკული ანთებითი დაავადება ხდება ისეთი პათოლოგიის გამომწვევი , როგორიცაა ამილოიდოზი, რომელიც ქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანებით მიმდინარე სისტემური დაავადებაა. შესაძლოა, სწორედ ამ პათოლოგიითაა გამოწვეული თქვენს შემთხვევაში ენის გადიდება.
შესაძლოა, ჩივილის მიზეზი იყოს გლოსიტი, ლოკალურმა ინფექციამ ( ფრონტიტი ) შეძლო გავრცელება ან ფრონტიტის გამო იღებდით ანტიბიოტიკებს, რამაც გამოიწვია სოკოვანი ინფექცია.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის უნდა მიმართოთ როგორც ოტო–რინო–ლარინგოლოგსა და სტომატოლოგს, ისე რევმატოლოგს.
საჭიროა ჩატარდეს სისხლის ბიოქიმიურ ანალიზი, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს ამილოიდოზი.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ რევმატოლოგის კონსულტაციაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-revmatologis-konsultacias/31683
სხვა შემთხვევაში, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება და დაავადების მართვა შეუძლებელია. ამიტომ ონლაინ რეკომენდაციებს ვეღარ გავაგრძელებთ.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!