მოგესალმებით,
ერექციული დისფუნქცია არის მამაკაცის უნარის დაქვეითება, ადეკვატურ, ნორმალურ სიტუაციაში მიაღწიოს ხარისხიან ერექციას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარება.
დისფუნქციის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქოგენურიც და ორგანულიც.
ასევე, დისფუნქციის მიზეზად შეიძლება იქცეს დეპრესია, შფოთვა, სტრესი, შიშები.
ერექციული დისფუნქციის მიზეზად უფრო ხშირად გვევლინება ორგანული პათოლოგია, სადაც წამყვანია სისხლძარღვოვანი პრობლემები (ვინაიდან სწორედ სისხლის ადექვატური მიმოქცევაა ერექციის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი), მას მოსდევს ენდოკრინული, ნევროგენული, უროლოგიური დაავადებები და სხვა.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ამ კუთხით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ანამნეზი.
საინტერესოა, როგორ განვითარდა პუბერტატული (მომწიფების) პერიოდი, როდის გამოგეხატათ პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნები, როდის გქონდათ პირველი პოლუცია (უნებლიე სპერმის გამოყოფა), პირველი სქესობრივი კონტაქტი, ხომ არ შეგხვდათ რაიმე სახის დაბრკოლება და ,ხომ არ გაქვთ ამჟამად რაიმე სახის ინფექცია შარდ- სასქესო სისტემაში ა.შ.
ანამნეზის საფუძველზე კი, ინიშნება შემდეგი გამოკვლევები: ულტრაბგერითი გამოკვლევა, ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ლაბორატორიული კვლევები.
ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უროლოგის ან სექსოლოგის კომპეტენციაა.
გირჩევთ, პირველ ეტაპზე, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციის მიზნით, საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, რის საფუძველზეც სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/34
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ექიმ–უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
საჭიროების შემთხვევაში კი გადაგამისამართებთ სექსოლოგთან.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა ვარ 21 წლის მაქვს პრობლემა სასქესო ორგანოზე.ბოლო ორი თვეა მაქვს ერექციის პრობლემა.უჭის გაღვიძება რისი შემთხვევაც აქამდე არ მქონია და რისი ბრალი შეილძება იყოს მადლობა წინასწარ
პასუხი: