კითხვა: გამარჯობა გუშინ ამტკივდა საკვერცხეები პირველად, შეიძლება ეს იყოს სიცივისგან გამოწვეული და დროებითი თუ ექიმს მივმართო? ვცხოვრობ კიევში და აქ ძლიერი ყინვა და სიცივეებია თან საცხობში ვმუშობ (თონეში) იქნებ რამე მირჩიოთ
პასუხი:
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ სათესლე ჯირკვლების ტკივილის უკან შესაძლოა არაერთი დაავადება იმალებოდეს, რომლებიც სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, სხვადასხვა პროგნოზი აქვს და სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება, ამიტომ მისი აღმოცენებისას სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია.
როგორც აღვნიშნეთ, სათესლე ჯირკვლების ტკივილს არაერთი დაავადება იწვევს, მათ შორისაა:
- ვარიკოცელე;
- ჰიდროცელე;
- ჯირკვლის შემოგრეხა;
- პროსტატიტი დ ა.შ.
როგორც მოგვითხრობთ, იმყოფებით ძლიერ სიცივეში. ამის გათვალისწინებით ვფიქრობთ, შესაძლოა, ტკივილის გამომწვევი იყოს – ორქიტი ( სათესლე ჯირკვლის ანთება).
ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ უროლოგს, რომელიც სათანადო კვლებისა და გასინჯვის საფუძველზე გაარკვევს ტკივილის მიზეზს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !