მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ხშირი შარდვის გამომწვევი მიზეზი მამაკაცებში;
- რომელ დაავადებას შეიძლება ახლდეს თან პოლაკიურია;
- რა არის ხშირი შარდვის მაპროვოცირებელი ფაქტორი.
უმრავლეს შემთხვევაში, ხშირი შარდვა იგივე პოლაკიურია მამაკებში შარდსასქესო სისტემის ინფექციური ან პარაზიტული დაავადებებია.
ეს დაავადებები შეიძლება იყოს როგორც ვენერიული, გადაცემული სქესობრივი კავშირით, ისე შარდ-სასქესო გზების პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროფლორის ზრდით (ცისტიტი, პიელონეფრიტი და სხვა) განპირობებული.
ხშირი შარდვის სურვილი შეიძლება ახლდეს თირკმელების, ურეთრის (შარდსადენი) ან წინამდებარე ჯირკვლის დაავადებას.
თუ შარდის რაოდენობა ბევრია და შარდვას ტკივილი არ ახლავს, ეს შეიძლება იყოს უშაქრო დიაბეტის ნიშანი, შაქრიან დიაბეტის დროსაც არის ხშირი შარდვა, სხვა სიმპტომებთან ერთად, შარდკენჭოვანი დაავადებაც არის ხოლმე ამ ჩივილის მიზეზი.
ხშირი შარდვის პროვოცირება შეუძლია ალკოჰოლს, კოფეინს, მწვანე ჩაის ან შარდმდენ პრეპარატებს.
მამაკაცებში ხშირი შარდვა ხშირად დაკავშირებულია მცირედალკოჰოლური სასმელების (ლუდის) მოხმარებასთან.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხშირი შარდვის გამომწვევ მიზეზზე უმჯობესია, საუბრობდეს მკურნალი ექიმი.
ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ მას და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს, ჩააყენეთ იგი მკურნალობის მიმდინარეობის საქმის კურსში.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მოიყვანოთ თქვენი შვილი ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე. სადაც ანამნეზისა და მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაენიშნება სათანადო მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/urologia/34
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!