კითხვა: გამარჯობა, სისხლის ანალიზში მომატებული მაქვს ერითროციტების დალექვის სიჩქარე არის 30, დანარჩენი ყველაფერი ნორმაშია. მაქვს გლანდები ამოსაჭრელი შეიძლება ამის გამო იყოს მომატებული? მადლობა წინასწარ.
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად ედს – ერითროციტების დალექვის სიჩქარის მატება დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებთან, თუმცა ის არ არის დამოუკიდებელი სიმპტომი და განიხილება პაციენტის სხვა მონაცემებთან ერთად.
მისი მატება, ძირითადად დაკავშირებულია ისეთ ჩირქოვან პროცესებთან როგორიცაა:
- ტონზილიტი;
- სინუსიტი;
- ფლებიტი და სხვა.
შესაბამისად დიახ, შესაძლებელია, ედს ნორმის მაჩვენებლის მატება გამოწვეული იყოს გლანდებიდან.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/28
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!