ფალოპის მილების ექსციზია - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად რთული ოპერაციაა საშვილოსნოს მილის ამოღება ლაპარასკოპიით და რამდენხანს გრძელდება დაახლოებით ოპერაცია
პასუხი:

მოგესალმებით,
„საშვილოსნის მილების ამოღება“ ქალის სტერილიზებას გულისხმობს . ეს არის მილების გამავლობის ბლოკირება, რითიც ხელი შეეშლება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას.
ეს მეთოდი ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციაა და ოჯახის დაგეგმვისათვის გამოიყენება ,თუმცა მსურველმა აუცილებლად უნდა იცოდეს ,რომ ჩატარებული ოპერაცია, შედეგობრივად განიხილება როგორც სამუდამო, შეუქცევადი პროცესი, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს ბუნებრივი გზით შვილი აღარასოდეს ეყოლება.
ოპერაციის სირთულეცა და მიმდინარეობაც ყველა პაციენტში ინდივიდუალურია, ამიტომ, ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექიმ ალეკო დიაკონიძესთან, უფასო საკონსულტაციო დღეებში, საშაბათს ან შაბათს და უშუალო ვიზიტისას ბატონი ალეკო გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავად.
უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა