ფარისებრი ჯირკვალი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ორ წელიწადზე მეტია ვმკურნალობ ფარისებრი ჯირკვალს. ვარ 67 წლის ქალბატონი. ერთი თვის წინ გაკეთებული ანალიზების შემდეგ ვღებულობ მერკაზოლილს დღეში თითო აბს. შეიძლება თუ არა შევწყვიტო ექიმთან კონსულტაციაზე სიარული და ისე გავაგრძელო თითო აბიმერკაზოლილის მიღება ხანგრძლივად?
პასუხი:

მოგესალმებით!
ფარისებრი ჯირკვალი არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლას. შედგება, ლაყუჩოვანი ჯიბეების ეპითელიუმისაგან, ფარისებრახლო და მკერდუკანა ჯირკვლებთან ერთად განეკუთვნება ბრანქიოგენური ჯგუფის ჯირკვლებს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, "მერკაზოლილთან" დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ არ შეიძლება დამოუკიდბლად მისი გაგრძელება, რადგან ზედოზირების შემთხვევაში აქვს უამრავი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენება:

  • კანქვეშა სისხლჩაქცევები;
  • გაუგებარი გენეზის სისხლდენები;
  • კანზე გენერალიზებული გამონაყარი ;
  • ქავილი;
  • ძლიერი ღებინება ან გულისრევა;
  • სიყვითლე;
  • ეპიგასტრიუმში ძლიერი ტკივილები;
  • სისუსტე.

სწორედ ამიტომ, მისი რაოდენობის, შეწყვეტისა თუ სხვა პრეპარატით ჩანაცვლების განსაზღვრა , მხოლოდ მკურნალი ექიმის პრეროგატივაა.
გირჩევთ, მიჰყვეთ თქვენი ექიმის რეკომენდაციებს, დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აქცია, ფარისებრი ჯირკვლის გამოსაკვლევად 100 ლარის ნაცვლად 49 ლარად.
აქციაში შედის:

  • ენდოკრინული-ქირურგის კონსულტაცია.
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ელასტოგრაფიული მეთოდით ულტრათანამედროვე აპარატ Toshiba Aplio 500-ზე.

აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა