ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია – ჩიყვი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა ბოდიშს გითხოვთ შეწუხებისთვის ესეთი კითხვა მაქვსჩემს მეუღლეს აწუხებს ჩიყვი და თქვენს კლინიკაში თუ კეთდება ან რა ჯდება .და სოციალური პაკეტი თუ აფინანსებს ან რამდენს გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ტერმინი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდებას ეწოდება. ხშირად, მოსახლეობაში ფარისებრი ჯირკვლის ყველა პათოლოგიას ჩიყვს უწოდებენ.
ჩიყვი შესაძლოა, განვითარდეს იოდდეფიციტის პირობებში, რაც ხშირია იოდდეფიციტის ენდემურ ზონებში. ასეთ შემთხვევაში, ამ პათოლოგიას, ენდემური ჩიყვი ეწოდება.
როდესაც ფარისებრი ჯირკვლის გარკვეულ უბნებში გამოხატულია მისი კვანძოვანი დაზიანება, ასეთ შემთხვევაში მას ეწოდება კვანძოვანი ჩიყვი.
გასათვალისწინებელია მრავალი ნიუანსი:

  • რომელი ტიპის ჩიყვზეა საუბარი;
  • მისი ზუსტი ლოკალიზაცია და ზომები;
  • ახლავს თუ არა სხვა გართულებები და ა.შ.

ოპერაცია ტარდება როგორც დახურული ისე ღია მეთოდით, რასაც ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, წყვეტს თავად სპეციალისტი. ამიტომ ზუსტ ღირებულებას ვერ მოგახსენებთ.
მობრძანდეს თქვენი მეუღლე ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგ–ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაუწევს მაღალკვალიფიციური ექიმი , ბატონი კობა ცუცქირიძე .
მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ კი, გვექნება შესაძლებლობა, რომ ამომწურავად ვუპასუხოთ თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვას.
კონსულტაციის გავლის შემდეგ კი, შეგიძლიათ ჩვენი მენეჯერისგან მიიღოთ სათანადო დოკუმენტები, ფორმა № 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენი მეუღლის ოპერაციას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა