კითხვა: მტკივა ფეხის გულები.ადგომისას თავიდან გავლა მიჭირს.რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ტკივილი?
პასუხი:

მოგესალმებით,

რთულია დისტანციურად ზუსტად გიპასუხოთ, თუმცა სავარაუდოდ საქმე ეხება ფასციიტს. ჩვენი ორგანიზმის ამ ნატიფ ნაწილს გამუდმებით უწევს ისეთი არასასურველი ფაქტორების ატანა, როგორებიცაა ჭარბი წონა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი თუ უეცარი ტრავმა. მათი არასასურველი ზემოქმედება ტერფის შემაწუხებელ ტკივილს და ზოგჯერ სიარულის გაძნელებასაც კი იწვევს. ხშირად სწორედ ტერფის ფასციიტის ტკივილით მოგვმართავენ პაციენტები, ფასცია ფარავს ტერფის ძირზე არსებულ კუნთებს. ფასციიტიფასციის ანთებაა. ამ დროს პაციენტიები აღნიშნავენ “პირველი ნაბიჯის” ტკივილს. ის ვლინდება უპირატესად დილით, საწოლიდან ადგომისას, ამოძრავების შემდეგ კი თანდათან მცირდება და ქრება. უმოძრაო პერიოდის შემდეგ ტკივილი შესაძლოა ხელახლა აღმოცენდეს. ტერფის ფასციიტის დროს ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება ძუნძულის დროს. შემაწუხებელი ჩივილების მიზეზი ხშირად ფეხსაცმელია. მისი ზოგიერთი სახეობა შესაძლოა
ტერფის კონკრეტული დაზიანების მიზეზად იქცეს: 

  • პლაჟის ქოშები და სანდლები ხელს უწყობს ტერფის ფასციიტის აღმოცენებას;
  • ძალიან წვრილი და მაღალი ქუსლი აქილევსის მყესის დაჭიმვას იწვევს;
  • ბალეტკებს ფეხის ტკივილამდე მივყავართ;
  • ძალიან მაღალი პლატფორმები კოჭ-წვივის სახსრის არასტაბილურობას განაპირობებს და ზრდის ამ არის იოგების დაჭიმვის რისკს;
  • ძალიან ძველი ფეხსაცმელი ტერფს ტრავმისაგან ვეღარ იცავს;
  • ცხვრის ტყავის ჩექმამ შესაძლოა ტერფის სინოტივე გამოიწვიოს და სოკოვანი დაავადების აღმოცენებას შეუწყოს ხელი;
  • მჭიდრო მაღალქუსლიანი ჩექმა ნერვზე ზეწოლას განაპირობებს;
  • ტერფისთვის იდეალურია მსუბუქი, სქელძირიანი, 3-4 სმ სიმაღლის ბრტყელქუსლიანი ფეხსაცმელი.

შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ რევმატოლოგს ან ტრავმატოლოგს, რომელიც ანამნეზის შეკრების შემდეგ, მდგომარეობას შეაფასებს ობიექტურად და დაგინიშნავთ მკურნალობას. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაცია, ხუთშაბათსა და შაბათს.
გაცნობებთ, რომ აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა