კითხვა: ფეხის ტერფები მტკივა ძაან არ მისივდება მხოლოდ მტკივა ფეხის გულები და გაცხელებას ვგრძნობ
პასუხი:

მოგესალმებით,
ტერფი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, ტერფი ხშირად ზიანდება და მტკივნეულია სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს. ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზი. მაგალითად, მისი გამომწვევი შესაძლოა იყოს:

  • რევმატული დაავადება;
  • სტრუქტურული დეფორმაცია;
  • ფეხსაცმლის ტიპი და ა.შ.

თქვენს შემთხვევაში, რაკი შეშუპება არ შეინიშნება, სავარაუდოდ ჩივილის გამომწვევია ფასციიტი.
ფასციიტი ფასციის ანთებაა. ფასცია კი, ფარავს ტერფის ძირზე არსებულ კუნთებს.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, მიმართოთ რევმატოლოგს ან ტრავმატოლოგს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მაღალკვალიფიციური ზურაბ ორაგველიძე გაგიწევთ დახმარებას.
ანამნეზის შეკრების შემდეგ კი, შეაფასებს მდგომარეობას ობიექტურად და დაგინიშნავთ მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა