მხრის ძვლის ფიქსაცია - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამსრჯობა, 3 თვის წინ მოვიტეხე მხრის ძვალი,გამიკეთდა ოპერაცია და ჩამიდგეს გირგიტა, ამჯერად მაქვს ტკივილი შეხებისას და დაშიმილობა ისე გომ ხელის ოდნავ შეტოკებაზეც მაქვს მხსრში ძლიერი მოჭერის და ტკიბილის შეგრძნება. შეიძლება თუ არა ფირფიყის უკვე ამოღება? ექიმმა 8 თვეზე ადრე ვერ ამოვიღებო,არადა ღამეები არ მძინავს ისე მაწუხებს.თან რეაბილიტაცია მჭირდება და მეშინია ვერ მივდივარ იქნებ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე. წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
მხრის ძვლის სახსარშიდა მოტეხილობისათვის მედიცინაში ფართოდ გამოიყენება:

  • მაბლოკირებელი;
  • რეკონსტრუქციული;
  • ანატომიური ფირფიტები.

ასეთ შემთხვევაში, როდესაც ძვლის აღდგენის პროცესი არ არის დასრულებული და რეაბილიტაციის პერიოდი მტკივნეულად მიმდინარეობს. დამატებითი ანალგეზიური საშუალებების დანიშვნის საჭიროებას წყვეტს მკურნალი ექიმი.
გირჩევთ, კვლავინდებურად მიმართოთ მას და სთხოვოთ გაგარკვიოთ მკურნალობის მიმდინარეობის საკითხებში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა