კითხვა: გამარჯობა უროლოგთან მაქ კითხვა , პენისზე კანს ვერ ვიწევ,როგორუნდა მოვიქცე , მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,

ფიმოზი ეწოდება ჩუჩის იმგვარ შევიწროებას, როდესაც მისი ასოს თავზე ბოლომდე გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია.

ფიმოზი შეიძლება გამოიწვიოს:

  • მასკლეროზებელმა ლიქენმა;
  • ბალანოპოსტიტმა;
  • ჩუჩის დაბოლოების სტენოზმა (შევიწროებამ);
  • ასოს კანზე მიმდინარე ზოგიერთმა ქრონიკულმა ანთებითმა დაავადებამ და ა.შ.

არ სცადოთ ჩუჩის ძალადობრივი გადაწევა ( შესაძლებელია შედეგად გამოიწვიოთ ლაგამის დაზიანება და განვითარდეს ნაწიბურები) და ა.შ.

ფიმოზის მკურნალობის მეთოდები:

  • ქირურგიული ოპერაცია – რაც ცირკუმციზიას ანუ ჩუჩის სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთას ითვალისწინებს.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე. სადაც შეფასდება მდგომარეობა და ექიმი მოგახსენებთ მკურნალობის სტრატეგიის შესახებ.
უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა აუცილებელია, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა