ფიზიკური აქტივობა აბორტის შემდეგ - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ორსულობის შეწყვეტიდან 2 თვის შემდეგ თუ შეიძლება ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, ყველაფერი ნორმალურად მაქვს არაფერი მაწუხებს
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად ფიზიკური აქტივობა და დატვირთვა აკრძალულია აბორტიდან პირველი 2-3 კვირის განმავლობაში.
თუ გასულია 2 თვე და არაფერი გაწუხებთ, მაშინ შეგიძლიათ თავისუფლად ივარჯიშოთ, თუმცა, ჩვენი ხშირი „პაციენტი“ ბრძანდებით და
თუ გავითვალისწინებთ, თქვენს გინეკოლოგიურ პრობლემებს, აუცილებელია რეკომენდაცია მოგცეთ სპეციალისტმა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს წინასწარი ჩაწერით 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა