საშვილოსნოს დაწევა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. საშვილოსნოს დაწევა ვაგინალური ექოსკოპიით გამოჩნდება თუ არა?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • საშვილოსნოს დაწევის მიზეზები;
  • საშვილოსნოს დაწევის დიაგნოსტირება;
  • საშვილოსნოს დაწევის მკურნალობა.

მოგახსენებთ, რომ საშვილოსნოს დაწევა 40 წელს გადაცილებულ ქალთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა.
დაავადება ერთბაშად არ ვითარდება, იგი ნელ-ნელა პროგრესირებს და რამდენიმე სტადიას გადის. ამის კვალობაზე, განასხვავებენ მის რამდენიმე ხარისხს.
საშვილოსნოს დაწევის გამომწვევი ფაქტორებია:

  • მრავალჯერადი ორსულობა;
  • გახანგრძლივებული მშობიარობა;
  • დიდი ზომის ნაყოფი;
  • სამშობიარო ტრავმა;
  • შორისის დაზიანება;
  • სიმძიმეების აწევა.

არანამშობიარევ ქალებთან კი, საშვილოსნოს დაწევა ძალზე იშვიათია და პრაქტიკაში თითქმის არ გვხვდება.
რაც შეეხება დიაგნოსტირებას, პათოლოგიის დადგენა ექოსკოპიური კვლევით ნაკლებად შესაძლებელია. ამ დროს ტარდება გინეკოლოგიური გასინჯვა, საშვილოსნოს ვიზუალური დათვალიერება სარკეებით.
თუ პათოლოგია შორსწასული არ არის, ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა, რაც გულისხმობს მენჯის ფუძის კუნთების გასამაგრებელ სამკურნალო ფიზკულტურასა და გინეკოლოგიურ მასაჟებს.
შორსწასულ შემთხვევაში კი, ტარდება ქირურგიული მკურნალობა.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ გინეკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც წარმატებით ფუნქციობს საოფისე გინეკოლოგია, მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, გაგიწევთ სათანადო დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა