ფრჩხილების დეფორმაცია - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მოგესამლებით,ჩემი შვილი 24 წლისაა, TSH აქვს- 11,0 (ნორმა 0,4-4,0) ფტ4 -1,6 (0,8-2,2) რამდენად საშიშია და რა გავაკეთოთ? ადრე ელთიროქსინს სვავდა და ძუძუთი კვების გამო შეწყვიტა... ცერა და საჩვენებელი თითებიზე ფრჩხილების დეფორმაციაც დაეწყო-ვიცი რომ ენდოკრინოლოგიურ დაავადებებთანაა კავშირი რას გვირჩევთ? მადლობა ))
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ფრჩხილების დეფორმაცია დამახასიათებელია ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციისათვის.
ფრჩხილების ზრდის შეფერხების მიზეზი კი, ნივთიერებათა შენელებული ცვლაა.
ფრჩხილების აშრევებას, მტვრევადობას და დეფორმირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორისაა რომელიმე ვიტამინის, მაკრო- ან მიკროელემენტის დეფიციტი.
ფრჩხილის ფირფიტა შედგება კერატინისგან - ფიბრილური ცილისგან, რომლის სინთეზისთვის აუცილებელია ამინომჟავები: გლიცინი, ცისტეინი, ალანინი. მათ შეიცავს ფრინველის ხორცი, კვერცხი და ზღვის თევზი და ა.შ.
ფრჩხილების აშრევება ხშირად იწყება ანთებითი დაავადებების, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ.
აუცილებელია თქვენმა შვილმა კონსულტაცია გაიაროს შესაბამის სპეციალისტთან.
ამ მიზნით, შეუძლია მას მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ობიექტური შეფასების შემდეგ, დაენიშნება საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები და ექიმი შეურჩევს მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია შევთავაზოთ ენდოკრინოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: ttps://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა