თირეოიდექტომია - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა.ორი წლის წინ გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის თირეოიდექტომია.მას მერე ყელში ერთ ადგილზე მადგია ნახველი.მთელი ამ ხნის განმავლობაში ვსვამ გამათხელებელს.ვგრძნობ როგორ მოძრაობს ნახველი.არის მომენტი,როცა მეფარება კეტავს სასუნთქ გზებს და ვიხრჩობი. გამოვიკვლიე. დიაგნოზი-ზედა ლარინგეალური ნერვის ნაწილობრივი პარეზი. მკურნალობა არაფერი. გთხოვთ მირჩიოთ რომელ სპეციალისტს მივმართო.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, ასეთი სიმპტომი ზოგ შემთხვევაში ბუნებრივად თანმდევი მოვლენაა და სავარაუდოდ უკავშირდება პოსტოპერაციულ პროცესს.
დინამიკასა და განკურნების პერსპექტივაზე პასუხისგაცემის ვალდებულება ეკისრება მკურნალ ექიმს, ენდოკრინულ ქირურგს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვის შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ მკურნალობის ინდივიდუალური კურსის შერჩევაში.
ვიზიტისას შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ოტო–რინო–ლარინგოლოგიც, რომელიც ინსტრუმენტულად დაათვალიერებს პირ–ხახის და ზედა სასუნთქ გზებს და დაადასტურებს თქვენს მიერ წარმოდგენილ დიაგნოზს.შემდგომ კი ,საჭირო იქნება ექიმი–ნევროლოგის კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა .
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა