მოგესალმებით,
ადენომატოზური ჰიპერპლაზია იგივე ფარისებრი ჯირკვლის კოლოიდი, ვლინდება როგორც დომინანტური კვანძი. ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია კაფსულა.
მნიშვნელოვანია ექიმ–ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები, კვანძზე დაკვირვება და მისი ზომების შეფასება, რაც განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევებით ხდება.
ამ ეტაპზე, კვანძების ზომებით თუ ვიმსჯელებთ, არ საჭიროებთ ოპერირებას, თუმცა როგორც მოგახსენეთ, საჭიროა დინამიკური მეთვალყურეობა ექიმთან.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკული კვლევები და ექიმი–ენდოკრინოლოგი შეგირჩევთ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!