ვიზიტი ენდოკრინოლოგთან - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ერთი წლის წინ დამეწყო თავის ტკივილები, მივაკითხე ექიმს ჩავიტარე მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, მითხრეს რომ მაქვს ჰიპოფიზი გადიდებული, გავიკეთე ანალიზები და პროლაქტინი მაქვს მაღალი, ერთი წელია ვმკურნალობ ვსვავ დოსტინექს კვირაში ორ აბს. როცა გადავიღე თავის ტვინზე ტომოგრაფია ჰიპოფიზის ზომები გაზრდილია, ამ ერთი წლის განმავლობაში თავის ტკივილი არ გამჩერებია სულ მტკივა ღამეც კი, არანაირი გამაყუჩებელი არ მიყუჩებს, ექიმი მეუბნება გაგივლისო მაგრამ როდის? პროლაქტინი არ ჩამოდის დაბლა ასი მაქვს,იქნებ მირჩიოთ რამე არსებობს რამე სხვა მკურნალობა რომ მეშველოს თავის ტკივილს ვეღარ ვუძლებ, ასევე მაქვს თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება მირჩიეთ რამე
პასუხი:

მოგესალმებით!
ჰიპოფიზი თავის ტვინშია მოთავსებული და ის ჯირკვლებთან აგზავნის ჰორმონებს, რომლებიც მათი მოქმედების აქტივობას განაპირობებს.
ჰიპერპროლაქტინემია ანუ ადამიანის ორგანიზმში ჰორმონ პროლაქტინის ჭარბი სეკრეცია, ჩვენს ორგანიზმში პროლაქტინის (PRL) სინთეზის ძირითადი წყარო ადენოჰიპოფიზის – თავის ტვინში მდებარე შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის – ლაქტოტროფული უჯრედებია. გარდა ჰიპოფიზისა, პროლაქტინი წარმოიქმნება პლაცენტის უჯრედებში, თავის ტვინის ნეირონებში, საშვილოსნოს მიომეტრიუმში, სასქესო და სარძევე ჯირკვლებში, ეპიფიზში, თიმუსსა და სხვა ქსოვილებში.
პროლაქტინის მომატებული მაჩვენებელი შესაძლოა დაკავშირებული იყოს პროლაქტინომის არსებობასთან , რომელიც ჰიპერპროლაქტინემიის ≈ 30%–ში გვხვდება;
ეს უკანსაკნელი შესაძლოა გამოვლენილი იქნეს მიკროადენომის – მიკროადეომა (<10მმ) , ან მაკროადენომის (>10მმ) სახით.
ასეთ შემთხევაში მუდმივი ცეფალგიის არსებობა სრულიად გასაგები მოვლენაა.
დიაგნოზის დაზუსტების და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად სასურველია ენდოკრინოლოგის და ნეიროქირურგის კონსულტაციები ,რომელიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩვენს კლინიკაში.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა