ლაბორატორიული კვლევები - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ციკლის დაწყებიდან მეოთხე დღეს გავიკეთე ანალიზი. Fsh 4.678, (ნორმა 3.0-12.0) პროლაქტინი 60, (ნორმა 1.2-19.5) lh 13.01 (ნორმა 1.9-12.5). 26 წლის ვარ. რა დარღვევებზე მიუთითებს ეს მაჩვენებლები? წინა საღამოს ცხიმიანი საკვები მივიღე და მნიშვნელოვნად იმოქმედებდა ანალიზებზე? საკვერცხწების ნაადრევი უკმარისობა/განლევა ხომ არ არის?
პასუხი:

მოგესალმებით,
ცხიმიანი საკვების მიღება, მნიშვნელოვანად არ იმოქმედებდა, თუმცა თქვენი ლაბორატორიული კვლევბის მაჩვნებელთა მიხედვით, თითქმის ყველა ანალიზი ზეზღვარზეა.
ეს მაჩვენებლები მიუთითებს ენდოკრინული სისტემის პრობლემებზე. რაც შეეხება პროლაქტინს, ის იმ ჰორმონთაგანია, რომლებიც ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე უშუალო გავლენას ახდენს. სისხლში მისი შემცველობის მატებას ამ ფუნქციის დარღვევამდე მივყავართ.
„საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა/განლევა“ მხოლოდ პროლაქტინის განსაზღვრით არ დიაგნოსტირდება, საჭიროა დამატებითი კვლევები და ექოსკოპია.
შესაბამისად, უნდა მიმართოთ პირველ რიგში ენდოკრინოლოგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გინეკოლოგს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მონაცემთა შეჯერების შემდეგ მოგეცემათ რეკომენდაცია საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე, ამის შემდეგ კი დაისახება მკურნალობის გეგმა.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ექიმ–გინეკოლოგის კონსულტაცია + ექოსკოპია, ყველაზე დაბალ ფასად! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31556/sagazafkhulo-ginekologiuri-aqcia-15-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა