ქირურგიის ეროვნული ცენტრის გინეკოლოგიური დეპარტამენი
ისარგებლეთ გინეკოლოგიური შეთავაზებით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემის დიაგნოსტირება და გინეკოლოგის მიერ შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვა.
- ექიმ–გინეკოლოგის კონსულტაცია;
- მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია ან ვაგინალური ექოსკოპია.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს!
ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რა აინტერესებთ პაციენტებს
გარდნერელა
კითხვა: გამარჯობა, ჩემს პარტნიორს აღმოაჩნდა გარდენელას სოკო, მაგრამ ჩემს ანალიზში სოკო საერთოდ არ ამომივიდა ,უნდა გადავამოწმო კიდევ ანალიზი ?თუ შესაძლოა მე არ შემხვედროდა
პოლაკიურია, კუჭის ხშირი მოქმედება
კითხვა: მარიამობას გილოცავთ მაქვს ხშირი შარდვა,ასევე ხშირი კუჭის მოქმედება,ბოლო 2 კვირაა მაქვს ტემპერატურა 37. ვის მივმართო?
მენოპაუზა
კითხვა: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მენო პაუზის ცხელება?
პაპილომა ვირუსი
კითხვა: მაინტერესებს თქვენთან თუ კეთდება პაპილომა ვირუსზე ტესტი და შესაბამისად მკურნალობა. ან თუ გაქვთ რაიმე სახის აქციები? საუბარია გენიტალური პაპილომაზე
მენოპაუზა
კითხვა: მოგესალმებით.ვარ 45 წლის.დაახლობებიტ ერთო წელია რაც არ მაქვს ციკლი,მაგრამ პერიოდულად მაქვს სისხლნარევი კავისფერი გამონადენი.არის თუ არა ეს ნორმალური კლიმაქსურ პერიოდში,გაკეტებული მაკვს ციტოლოგია და მიტხრეს არ არის არაფერი.ეხოსკოპია არ გადამიგეს.
ბიოფსია, HPV DNA
კითხვა: გამარჯობა, ვარ 30 წლის და მაქვს საშვილოსნოს ყელის მსუბუქი დისპლაზია ინტრაეპითელიური ნეოპლაზია CIN 1 ასევე HPV DNA მაღალი რისკის 51 ტიპი, კურაციოს ექიმისგან მაქვს მიმართვა რომ მჭირდება საშვილოსნოს ყელის ბიოფსია. მაინტერესებს თქვენთან კეთდება თუ არა და რა მეთოდით? ექიმმა მირჩია გავიკეთო ლაზერით რადგან შვილოსნობისთვის უფრო უსაფრთხოა ვიდრე დანით. ვგეგმავ შვილის ყოლას და მაინტერესებს თუ თქვენთან კეთდება უსაფრთხოდ ეს პროცედურა რომ შემდეგ შევძლო შვილის ყოლა.