მოგესალმებით,
წინა შემთხვევაში უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია ინტრაეპითელური ნეოპლაზია CIN 1–სა და ასევე HPV DNA მაღალი რისკის 51 ტიპის შესახებ.
ბიოფსია
რაც შეეხება ბიოფსიას, როდესაც რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებით ვერ ხერხდება დიაგნოზის დაზუსტება, ტარდება ბიოფსია. ეს პროცედურა დაზიანებული ქსოვილიდან მასალის აღებას გულისხმობს.
იგი კვლევის საუკეთესო მეთოდია, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია უჯრედების პირდაპირი, მიკროსკოპული შესწავლა. პროცედურის დახმარებით დგინდება დაზიანებების გამომწვევი მიზეზი (ანთებითი პროცესი, ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი წარმონაქმნი).
ხშირ შემთხვევაში ბიოფსიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის.
ბიოფსიის პროცედურა
ჩვენს კლინიკაში ბიოფსიის პროცედურა ტარდება წვრილნემსიანი ასპირაციითა და ულტრაბგერითი კონტროლით.
Tumor Board
საშვილოსნოს ყელის კიბოს დადასტურების შემთხვევაში, ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიურ პაციენტებს ვმკურნალობთ მულტიდისციპლინური მიდგომით. თითოეული პაციენტის კიბოს შემთხვევის განხილვა და მკურნალობის გადაწყვეტა ხდება ონკოკონსილიუმზე, ონკოლოგთა ჯგუფის, ანუ ე.წ. „Tumor Board“-ის მიერ, რომელიც შედგება ონკო–ქირურგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიაციული ონკოლოგის, ესპანეთიდან და აშშ–დან მოწვეული რადიაციული თერაპიის ექსპერტებისაგან.
სადღეისოდ, საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ, სხივურ და სისტემური თერაპიის მკურნალობის მეთოდებს.
საშვილოსნოს ყელის ოპერაბელურ I(A,B,C)-IIA სტადიის შემთხვევაში მკურნალობის პირველ ეტაპზე კეთდება ოპერაცია საშვილოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია რეგიონული ლიმფოდისექციით. მკურნალობის შემდგომ მეთოდად კი ადიუვანტური სხივური ან სხივური/ქიმიოთერაპია გამოიყენება.
დაინტერესების შემთხვევში შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით.
თუ გადაწვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/ginekologia/33
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!