მოგესალმებით,
ზოგადად, იოდი სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტია. მის გარეშე ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია. იოდის დეფიციტი უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, ვინაიდან სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობას აძლევს დასაბამს. იოდდეფიციტი, შესაბამისად - თირეოიდული ჰორმონების უკმარისობა, უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ცალკეული სისტემების ჯანმრთელობაზე. გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების გარდა, ამ დროს მთელ ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა), სუსტდება გულისცემა, ქვეითდება კუნთების ტონუსი, ვითარდება ზოგადი სისუსტე.
იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის უმჯობესია, რაციონი იოდშემცველი პროდუქტებით გავიმდიდროთ, როგორებიცაა: ფეიხოა, ლიმონი, გოგრა, ვაშლი. ზღვის კომბოსტო, ხიზილალა და ა.შ.
ჰიპოთირეოზი ყოველთვის საჭიროებს დინამიურ დაკვირვებას. პაციენტს, რომელიც სისტემატიურად გადის სამედიცინო შემოწმებას, გამოჯანმრთელების ძალიან დიდი შანსი აქვს.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვან კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !