კითხვა: გამარჯობათ,საზამთროთი მოიწამლა და სახლის პირობებში იმკურნალა.მაგრამ სისუსტეს გრძნობს და გადასხმა გვინდა რომ გაიკეთოს. ხომ არის შესაძლებელი თქვენთან და რა ფასში?
პასუხი:

მოგესალმებით,
რა თქმა უნდა, შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, სადაც მოემსახურება მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
ზოგადად, ინტრავენური ინფუზიის ღირებულებააა 20 ლარი, ხოლო თუ სხვა მედიკამენტური მკურნალობაც იქნება საჭირო, ინფორმაციას მოგაწვდიან კლინიკაში.
არ არის გამორიცხული ,რომ თუ პაციენტის მდგომარეობა კვლავ საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას ,მისი სრული მკურნალობა დაფინანსდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით .
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა