კითხვა: გამარჯობა.ქირურგიის ეროვნული ცენტრია?არაქნოიდნული კისტა მაქვს თავში და ახლა დაერთო ცხელება და მცირედი წითელი სისხლჩაქცევები ხელზე და არ ვიცი რისი ბრალია.6 ოქტომბერს მიმაღებინეს კეტოროლაკის ნემსი და ცუდათ გამხადა მაშინათვე და წამლის მიერი ალერგია რო იყოს სისხლჩაქცევები ამდეხანს გაგრძელდებოდა?ან ვინ უნდა უმკურნალოს ამას?თუ გყავთ ამის ექიმი.თქვენთან ნამყოფი ვარ ნეიროქირურგთან კისტაზე.ახალი გადაღებას გამგეობა თუ დამიფინანსებს?
პასუხი:
მოგესალმებით,
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს გადაუდებელ მდგომარეობათა კვლევებს და მკურნალობას.
რაც შეეხება გეგმიურ კვლევებს, ამ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ჩაიტაროთ ნევროლოგის კონსულტაცია და მისგან მიიღოთ სათანადო დოკუმენტები, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს კვლევას.
დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უმჯობესია დააზუსტოთ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე 15 05.
გთხოვთ, შემდეგი შეკითხვის შემთხვევაში, შეავსოთ „აუცილებელი ველები“ და მიგვითითოთ თქვენი საკონტაქტო ნომერი !
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !