გადიდებული ღვიძლი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: 7 თვეა გავიკეთე ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ლაპარასკოპიით.ორი კვირის წინ მქონდა ტკივილი მარჯვენა მხარეს.საერთოდ მაქვს პრობლემური კუჭ–ნაწლავი.მაქვს ლორწო რომელიც ძალიან მაწუხებს.ეხოსკოპიით ღვიძლი გადიდებულია 6 სმ-მდე. ანალიზებში არაფერი არ ჩანს.მსგავსი სიმპტომები მრავალი წელია მაწუხებს.გთხოვთ თქვენ მირჩიოთ რასთან გვაქვს საქმე და როგორ ვუშველო? წინასწარ დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ღვიძლის გადიდება არ არის დაავადება, იგი სიმპტომია. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, ღვიძლის დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა და ა.შ.
ღვიძლის სამკურნალოდ აუცილებელია დადგინდეს და გაკონტროლდეს მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი.
ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის დღესდღეობით ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ღვიძლის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია, ლაპაროსკოპია, პუნქციური ბიოფსია შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევით, იზოტოპური გამოკვლევა. ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ბიოქიმიურ ტესტებს ან ბიოქიმიურ სინჯებს.
გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები, ანამნეზის შეკრების შემდეგ, შესაძლებელი იქნება გაგცეთ ამომწურავი პასუხი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა