გამონაყარი ხელებზე - დერმატოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, უკვე რამოდენიმეჯერ შევამჩნიე ხელებზე გამონაყარი, სპეციფიკურია, გარშემო წითელი კანტით და შიგნით თეთრი, რამოდენიმე თითზე მაქვს, მგონია რომ სარეცხი ფხვნილზე შეხების გამო გამომდის, რას მირჩევთ? როგორ ვუმკურნალო რომ მალე გაიაროს? თითქოს ოდნავ გამივლის და მერე ისევ გამოდის. ხელს რომ ვადებ მტკივა თან. შემიძლია ფოტო გამოგიგზავნოთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, კანზე გამონაყარსა და წყლულებს უამრავი დერმატოლოგიური დაავადება აჩენს, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
კანის დაავადებებს სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორი იწვევს, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, გამონაყარის განვითარების მექანიზმი ერთნაირია. წამყვან როლს ასრულებს ეპითელური უჯრედების წინასწარი დეგენერაციული დაზიანება.
მიმოწერის რეჟიმში, თუნდაც ფოტომასალა რომ დაურთოთ, დიაგნოსტირება შეუძლებელია.
ასევე, როგორც თავადაც აღნიშნეთ, შესაძლოა, გამონაყარი განვითარდეს – ნივთიერებასთან კონტაქტის დროს. ეს არის იმუნური პასუხი, რომელიც თან ახლავს ალერგიულ რეაქციებს.
ეს არის სხეულის ალერგიული რეაქცია გარე გამაღიზიანებელზე და ისეთ ყოფით ქიმიურ საშუალებებზე როგორებიცაა:

  • საპონი;
  • შამპუნი;
  • შხაპის გელი;
  • სარეცხი ფხვნილი და ა.შ.

გირჩევთ, მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც საჭირო ლაბორატორიული კვლევების შემდეგ დაადგენს რა ტიპის გამონაყარს ეხება საქმე. საჭიროების შემთხვევაში კი მკურნალობაში უნდა ჩართოთ ალერგოლოგი.

ამ ეტაპზე დერმატოლოგი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა