განმეორებითი სპინალური ანესთეზია - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა.ვარ 6 თვის ორსული მესამე ბავშვია ეს,ორივე გაუტკივარებით საკეისროთი მყავს პირველი 6 წლისაა მეორე 5 და მაინტერესებს რამე პრობლემა ხოარაა ისევ გაუტკივარებით რომ გავაჩინო.
პასუხი:

მოგესალმებით,
დღეის მდგომარეობით, სპინალური ანესთეზიით გამოწვეული გართულება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ეს ტექნიკა უკვე საკმაოდ დახვეწილია.
ამასთანავე ,როგორც ამბობთ ,უმცროსი ბავშვი 5 წლისაა ,ანუ 5 წელია გასული ბოლო ანესთეზიის შემდეგ,ასე რომ ანესთეზიის მხრივ არანაირი უკუჩვენება არ არის.თქვენს შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი საკითხია მე–3 საკეისრო კვეთის არსებობა ,რომელიც აუცილებლად მოითხოვს გინეკოლოგთან წინასწარ კონსულტირებას .
შესაბამისად ,გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" ,გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას ექიმი თავად გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავად.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა