მოგესალმებით,
გერდ – არის საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადება და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს:
- მჟავიანობის მომატება;
- საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანება;
- გულძმარვა.
გარდა ამისა, ამ დაავადებას შეიძლება, ახასიათებდეს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა:
- საყლაპავის ტკივილი და ანთება (ეზოფაგიტი);
- უსიამოვნო გემო პირში;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- მუცლის შებერილობა;
- ბოყინი;
- გულისრევის შეგრძნება;
- ღებინება;
- ყლაპვის გაძნელება, რომელიც შეიძლება იწვევდეს ისეთ შეგრძნებას, თითქოს ყელის ქვედა ნაწილში გაჭედილია საკვების ნაწილი.
დიახ, გასტროეზოფაგური რეფლუქსი შესაძლოა, იყოს სუნთქვისას დისკომფორტის გამომწვევი, მათ შორის შესაძლოა გამოიხატოს სხვა ჩივილებიც:
მსტვინავი სუნთქვა;
ხიხინი;
ხველება.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და პრევენციის მიზნით უმჯობესია, მიმართოთ პულმონოლოგს.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ექიმ–პულმონოლოგის კონსულტაცია და რენტგენოლოგიური კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31447/gtavazobt-eqim%E2%80%93pulmonologis-konsultacias-da-rentgenologiur-kvlevas-95-laris-nacvlad-55-larad
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !