მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
რა არის ღრმა ვენების თრომბოზი;
- რა შეიძლება გამოიწვიოს თრომბმა;
- თრომბოზის რისკ–ფაქტორები;
- რას ეწოდება ემბოლია;
- ვარფარინი და მისი საჭიროების განსაზღვრა.
ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება ვენაში სისხლის კოლტის, თრომბის წარმოქმნას.
ღრმა ვენების თრომბოზი უმთავრესად წვივისა და ბარძაყის დიდ ვენებზე ვითარდება. თრომბმა შესაძლოა დაბლოკოს სისხლის დინება და შეშუპება და ტკივილი გამოიწვიოს. თუ თრომბი დაიშალა, ნაწილი მოწყდა და სისხლის ნაკადს გაჰყვა, ამას ემბოლია ეწოდება. ემბოლია შესაძლოა მოხდეს თავის ტვინში, ფილტვებში, გულში ან სხვა ორგანოში და სისხლის მიმოქცევის მოშლა გამოიწვიოს.
თრომბი შესაძლოა, წარმოიქმნას ვენაში სისხლის ნაკადის ამა თუ იმ მიზეზით შენელების ან შეცვლის შედეგად.
თრომბოზის რისკფაქტორებია:
- წოლითი რეჟიმი;
- თამბაქოს მოხმარება;
- თრომბოზის ოჯახური ისტორია;
- მენჯისა და ფეხის მოტეხილობა;
- გულის უკმარისობა;
- ჭარბი წონა;
- ოპერაციული ჩარევა.
ვარფარინის მიღების საჭიროება განისაზღვრება, INR – პროთრომბინული დროის ან საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მიხედვით. თერაპიის დაწყებასთან დაკავშირებით, უნდა გაესაუბროთ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგან მასაც, როგორც სხვა მედიკამენტს აქვს უკუჩვენება, დამოუკიდებელმა და უკონტროლო თერაპიამ, შესაძლოა განავითაროს კრიტიკულად დაქვეითებული სისხლის შედედება. შესაბამისად, დისტანციურად, მიმოწერის რეჟიმში აღნიშნულ პრეპარატზე რეკომენდაციას ვერ მოგცემთ.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/angiologia/21
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!