მოგესალმებით,
მხოლოდ ამ მონაცემით შეუძლებელია პასუხის გაცემა, რადან აღნიშნული მხოლოდ კვლევის პასუხია და არა დიაგნოზი.
კორექტული პასუხისთვის უმჯობესია, სპეციალისტმა ნახოს ჩატარებული კვლევის სრული ვერსია.
ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტირება დღესდღეობით, მრავალი კლინიკური კვლევითაა შესაძლებელი, მათ შორისაა:
- ულტრაბგერითი გამოკვლევა, ელასტოგრაფია;
- ღვიძლის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია
- პუნქციური ბიოფსია შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევით;
- იზოტოპური გამოკვლევა.
ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში უმნიშვნელოვანესია ბიოქიმიური ტესტები, იგივე ბიოქიმიური სინჯები.
უმჯობესია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები.
ანამნეზის შეკრების საფუძველზე შესაძლებელი იქნება გაგცეთ კორექტული პასუხი, საჭიროების შემთხვევაში, ექიმი გირჩევთ ალტერნატიულ კვლევებს.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !