მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ თქვენც გიპასუხებთ შესაბამისად. გინეკომასტია, ეს არის მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, რაც გამოწვეულია ჰორმონული შემადგენლობის დარღვევით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩაიტაროთ სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა, რათა დადგინდეს, მართლაც ჯირკვლის ქსოვილია ჭარბად განვითარებული თუ უბრალოდ ცხიმის ფენაა დაგროვილი.
პაციენტის უშუალო ვიზიტისა და გასინჯვის შემდეგ ტარდება რიგი ლაბორატორიული (ტესტოსტერონ/ესტროგენის ბალანსის დასადგენად) და ინსტრუმენტული გამოკვლევა, საჭიროების მიხედვით, ყოველივე ამის შეჯერების შემდეგ, თავად ექიმი–მამოლოგი მოგახსენებთ, მკურნალობის მეთოდისა და ღირებულების შესახებ.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, მამოლოგ თამილა როინიშვილთან, რომელიც განსაზღვრავს, რა კვლევები დაგჭირდებათ, ოპერაციული მეთოდი ქირურგიულია საჭირო, თუ პლასტიკური, ამ და სხვა ბევრ ნიუანსზე ზუსტი და ამომწურავი პასუხის გაცემა, მხოლოდ ექიმი–მამოლოგის პრეროგატივაა.
ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ კლინიკაში მიმდინარე აქცია, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31367/sardzeve-jirkvlis-sruli-gamokvleva---gtavazobt-mamologis-ufaso-konsultacias-da-sachiroebis-shemtkhvevashi-eqoskopiur-an-mamografiul-kvlevas-50-%E2%80%93iani-fasdaklebit
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!