მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ჰაეროვანი კისტის არსებობისას, ზოგიერთ შემთხვევაში საფრთხის შემცველია და არაა მიზანშეწონილი ფიზიკური დატვირთვა, რადგან იგი განაპირობებს ჰაეროვანი კისტის დაჭიმვას და გახეთქვის საშიშროებას. როდესაც ვხმარობთ ტერმინს - ჰაეროვანი კისტა, უმეტეს შემთხვევაში იგულისხმება ბულოზური კისტა, რომლის კედელი თხელია, ამიტომ დატვირთვა არაა მიზანშეწონილი.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, მოგაწვდით ინფორმაციას, მკურნალობის მეთოდის შესახებ და მოგცემთ რეკომენდაციას.
ასევე, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილი კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!