კითხვა: გამარჯობა.1 კითხვა მაქ.შეიძლება ადამიანს ბუასილი ქონდეს და არ ქონდეს ტკივილი და სიკომფორტი და მხოლიდ დეფეკაციის დროს იგრძნობოდეს (ანუ გამოვარდეს)
პასუხი:
მოგესალმებით,
ბუასილი, იგივე ჰემოროიდი – წარმოიქმნება უკანა ტანთან განთავსებული ვენური წნულის (კავერნოზული სხეულები) სისხლით გადავსებით.
იგი შეიძლება წარმოდგენილი იყოს სწორ ნაწლავში (შიდა ბუასილი) ან განვითარდეს ანუსის გარშემო კანქვეშ (გარე ბუასილი).
შესაბამისად, სწორი ნაწლავის გამოვარდნა ან ანალური ნაპრალი თავდაპირველად შესაძლოა, არ იწვევდეს ტკივილებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა სპეციალისტის პრეროგატივაა.
შეგიძლიათ, ამ მიზნით მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ისარგებლოთ პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციით.
სხვა შემთხვევაში, მიმოწერის რეჟიმში, რეკომენდაციების მოცემას ვერ გავაგრძელებთ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/39
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !