კითხვა: მოგესალმებით, მაჯაზე მაქვს მცირე ზომის ჰიგრომა. ზომაში დიდი არ არის , მაგრამ მტკივნეულია ხელის მოძრაობისას. თუ ხდება თქვენთან ამის მკურნალობა ან ოპერაცია და რა ჯდება. მადლობას გიხდით წინასწარ პასუხისთვის, პატივისცემით.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ჰიგრომა ერთგვარი ბუშტუკია, რომელიც სავსეა სეროზულ-ფიბროზული ან სეროზულ-ლორწოვანი სითხით. იგი არ არის ავთვისებიანი, მაგრამ მკურნალობა საჭიროა. კონსერვატული მკურნალობა ხშირად შედეგიანი არ არის, საჭიროა მისი ქირურგიული გზით მოშორება, არის რეციდივის შემთხვევებიც.
რაც შეეხება ოპერაციის აუცილებლობის საკითხს, ეს ყოველთვის პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით დგინდება, ამიტომ უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მდგომარეობის შეფასების შემდეგ, განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა