ჰიპერმობილობის სინდრომი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: ჩემ ძმას აქვს ჰიპომობილურობის სინდრომი ყველგან დაგვყავს მაგრამ შედეგი არ არის დედა ძალიან ნერვიულობს ბავშვი სულ ტრიალებს და ერთი და იგივე სიტყვას იმეორებს გთხოვთ გამეცით პასუხი რა მალე 6 წლის გახდება და ალბათ სკოლაში ვერ მივა გთხოვთ გამეცით პასუხი მადლობა წინასწარ
პასუხი:


მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, ჰიპერმობილობის სინდრომი ნიშნავს იმას, რომ გრძელი იოგოვანი აპარატის გამო მომატებულია სახსარში მოძრაობის უნარი, ეს გენეტიკურად განპირობებული თავისებურებაა, რომელიც ცვლის სახსართა მოძრაობის უნარს.
აუცილებელია, გარკვეული რეკომენდაციათა გათვალისწინება, კერძოდ ასეთი სახსრის მქონე პაციენტი უნდა ერიდოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზაში ყოფნას. ზოგიერთ შემთხვევაში კი, აუცილებელია სპეციალური ორთოპედიური ფეხსაცმლის ტარება, აღნიშნული საკითხი უნდა გაიაროთ ორთოპედთან.
იქიდან გამომდინარე რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ან მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.


ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა