მოგესალმებით,
ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა.
რაც შეეხება ინსულტების რეაბილიტაციას, ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში შესაბამისი განყოფილება არ ფუნქციონირებს და სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია მწვავე ინსულტის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ინსულტის ტიპი. ამისთვის ტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდეგ, საჭიროებისას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
ეს კვლევები საშუალებას იძლევა, ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჰემორაგიული და იშემიური ინსულტები, გამორიცხავს სხვა დაავადებებს და ავლენს ტვინის დაზიანებული უბნის ზუსტ ზომასა და მდებარეობას.
იშემიური ინსულტის კვლევებში ასევე გამოიყენება ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია, დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ კი, ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სისტემური ვენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია და ლოკალური არტერიული თრომბოლიზისი.
მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინსულტის დაწყების დროს, ვინაიდან თითოეული დასახელებული მეთოდი ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ ვადაში, ხოლო შემდეგ ასეთი ჩარევები აღარ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძილიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. 8 თვის წინ მივიღე ინსულტი. დამრჩა ფეხის და ხელის გაბუჟება და მიჭირს სიარული. ცალ ფეხს ვერ ვამოძრავებ. რა შემიძლია გავაკეთო, რო სრულად გამოვიდე მდგომარეობიდან, თქვენს კლინიკაში?
პასუხი: