ინვაზიური სადინროვანი კარცინომა - ონკოლოგია

კითხვა: გამარჯობა..დედაჩემს გაუკეთდა ძუძუს კორ ბიოფსია.. მაინტერესებს ეს დასკვნა რაში მდგომარეობს..ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომი Grade2,tcd-0 code8500/3..
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ინვაზიური სადინროვანი კარცინომა;
  • როგორ ვითარდება სადინროვანი კარცინომა;
  • ინვაზიური კარცინომის სტადიის განსაზღვრა;
  • კარცინომის მკურნალობის მეთოდები;
  • Tumor Board ქირურგიის ეროვნული ცენტრში.

შევეცდებით, მოგაწოდოთ ინფორმაცია პაციენტის მიერ ჩატარებული ბიოფსიური კვლევის პასუხის ძუძუს ინვაზიური სადინროვანი კარცინომა Grade2, tcd-0 code 8500/3-ის შესახებ.
Grade2, tcd-0 code 8500/3 აღნიშნავს ეპითელური უჯრედებიდან წარმოქმნილ ავთვისებიან სიმსივნეს. მათ შორის არსებობს სადინროვანი და წილაკოვანი კარცინომა.
ზოგადად, სარძევე ჯირკვლის სადინარის კარცინომა, არის მკაცრად შემოსაზღვრული, იგი იშვიათად მეტასტაზირებს ლიმფურ და სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ხოლო, ინვაზიური კარცინომა შემოფარგლული არ არის, იჭრება ჯანსაღ ქსოვილებში და მეტასტაზირებს.
მისი განვითარება იწყება, როდესაც რძის წარმომქმნელი ჯირკვლების უჯრედებში ვითარდება დნმ მუტაცია, სიმსივნის აგრესიულობის მიხედვით კი, ეს სიმსივნური უჯრედები შეიძლება, სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდეს.
ინვაზიური კარცინომის სტადია განისაზღვრება:

  • პათოჰისტოლოგიური მახასიათებლებით;
  • ინვაზიური დაზიანების სიღრმით / სიდიდით;
  • ეპითელიური წარმომავლობის გათვალისწინებით (ბრტყელუჯრედული, ჯირკვლოვანი).

კარცინომის მკურნალობისთვის გამოიყენება ისეთი მეთოდები როგორიცაა:

  • ლამპექტომია-მასტექტომია;
  • ქიმიოთერაპია;
  • სხივური თერაპია;
  • ჰორმონული თერაპია.

invaziuri_karcinoma

კონკრეტულ შემთხვევაში, იმისთვის რომ განხორცილდეს ლოკალური და სისტემური მკურნალობის ინტეგრაცია, ასევე განისაზღვროს მათი თანმიმდევრობა, აუცილებელია შესაბამის სპეციალისტთა ჩართულობა.
თუ პაციენტი არ იმყოფება თვითიზოლაციის რეჟიმში და აქვს სახლის დატოვების უფლება, შეუძლია, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, სადაც ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის მეთოდის არჩევა, თანამედროვე მიდგომით ხდება „კიბოს ჯგუფის“, იგივე ტუმორბორდის (Tumor Board) მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობის შეფასებაში მონაწილეობენ ერთობლივად:

  • კლინიკური ონკოლოგი;
  • ქიმიოთერაპევტი;
  • ონკოქირურგი;
  • რადიოთერაპიის ექიმი – სპეციალისტი;
  • რადიოლოგი;
  • ექიმი-მორფოლოგი;
  • ონკოლოგ-მამოლოგი.

მხოლოდ ასეთი ჯგუფის მიერ, კონსილიუმის წესით გადაწყვეტილი მკურნალობის მიმართულება ითვლება თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდად.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანიის Varian-ის თანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი 2018 წლის კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი) სხივური ამაჩქარებლებით Truebeam–ით და Vitalbeam–ით, რაც პაციენტების შეუფერხებელი მკურნალობის გარანტიას იძლევა.
რადიოთერაპიის დეპარტამენტის გუნდის თითოეული წევრის მიზანია მზრუნველ გარემოში შემოგთავაზოთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებაზე მორგებული მკურნალობის კურსი.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა