კანის აქერცვლა - დერმატოლოგია

კითხვა: 10 წლის გოგონას ხელისგული აექერცლა.ექავება და ეწვის როგორ მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით,
კანის აქერცვლა ხდება, როდესაც ზიანდება კანის ყველაზე ზედაპირული შრე, ეპიდერმისი.
აქერცვლა შეიძლება განვითარდეს, კანის პირდაპირი დაზიანების (მზის დამწვრობა, ინფექცია) შედეგად.
თუმცა, შეიძლება იყოს იმუნური სისტემის დარღვევის ან სხვა დაავადების ნიშანი.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, გირჩევთ თქვენც თავი აარიდოთ მათ თვითნებურად გამოყენებას, რადგან მედიკამენტებზე რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა