მეჭეჭი – კანის პაპილომა - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა . ხორცმეტები და მეჭეჭები ამომდის ხშირად სხეულის სხვადასხვა ადგილზე ... მაინტერესებს ეს საშიშია ? მაგალითად ყელთან მაქვს და მეშინია ჩაცმა-გახდის ან ბანაობის დროს რომ მომძვრეს. ( მზეზე არ დავდივარ და არც გარუჯვა მიყვარს ) .. რისი ბრალია ხორცმეტები ? რა გავაკეთო პროფილაქტიკისთვის , რას მირჩევთ ? გმადლობთ პასუხისთვის .
პასუხი:

მოგესალმებით,
მეჭეჭი კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის უმეტესად ვირუსული ეტიოლოგიისაა.
მეჭეჭს სხვადასხვა სახეობისა და ტიპის ვირუსი იწვევს, რომელთა შორის ყველაზე მეტად პაპილომავირუსია გავრცელებული.
მეჭეჭის ზომა და ფორმა დამოკიდებულია როგორც მის ლოკალიზაციაზე (ადგილმდებარეობაზე), ისე ტრავმატიზაციის დონეზე, რომელსაც შესაბამისი უბანი განიცდის.
ჩვეულებრივი მეჭეჭები ყველაზე მეტად არის გავრცელებული და ყველაზე უფრო კეთილთვისებიანია.
მათი დიამეტრი, ჩვეულებრივ, არ აღემატება ერთ სანტიმეტრს. საკმაოდ მკვრივი კონსისტენციისაა, აქვს მკვეთრი კონტურები და უსწორმასწორო ზედაპირი. უმეტესად მომრგვალოა, თუმცა გვხვდება უსწორმასწორო ფორმისაც.
აუცილებელია, მიმართოთ დერმატოლოგს, რათა განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, პაპილომითაა გამოწვეული თუ არა) და დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს და ვერ დაგეხმარებით.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/23  


გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა