კანის დამაზიანებელი ტკიპა - დერმატოლოგია

კითხვა: მაქვს სახის კანის ტკიპა როგორ ვუმკურნალო?
პასუხი:

მოგესალმებით,
დემოდეკოზის გამომწვევია 0,2-0,5 მმ ზომის პარაზიტი დემოდექსი. აღნიშნული დაავადების მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა პარაზიტის აღმოსაჩენად. გამოკვლევამდე, რამდენიმე დღე, არ შეიძლება დაბანა და კოსმეტიკით სარგებლობა. დემოდეკოზის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვისაც. დაავადების ფორმისა და სტადიის მიხედვით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4-6 კვირიდან 1 წლამდე.
დემოდეკოზის მკურნალობა პირველ რიგში მისი გამომწვევის ცხოველმყოფელობის დათრგუნვას გულისხმობს. გარდა ამისა, აუცილებელია დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებზე ზემოქმედება, კერძოდ, კანის ატონიის მკურნალობა, თმის ზრდის გაუმჯობესება, იმუნური რეაქციების სტიმულაცია, ჰორმონული დარღვევების აღმოფხვრა. ეტიოტროპული (მიზეზზე უშუალოდ მოქმედი) მკურნალობა კომპლექსურია : ადგილობრივი პრეპარატები ტკიპის გასანადგურებლად; სისტემური საშუალებები იმუნური სისტემის გასაძლიერებლად; ძირითადი, ქრონიკული დაავადებების მკურნალობა.
ამჟამად ჩვენს კლინიკაში არ გვყავს დერმატოლოგი. გთხოვთ მიმართოთ შესაბამისი პროფილის კლინიკას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა